მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:10

9. და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველგვარ შეგრძნებაში,10. რათა შეიცნოთ, რა არის უმჯობესი და, ამრიგად, წრფელნი და შეუმცთარნი იყოთ ქრისტეს დღეს,11. სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად.
ფილიპელთა მიმართ თავი 1
10. რათა შეიცნოთ, რა არის უმჯობესი და, ამრიგად, წრფელნი და შეუმცთარნი იყოთ ქრისტეს დღეს,
თავი ა̂. მადლობაჲ ფილიპელთა სათნოებისაჲ და ლოცვაჲ სრულებისა მათისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა გამოიცადოთ თქუენ უმჯობესი იგი, იყვნეთ თქუენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღედმდე ქრისტე იესუჲსა (1,10).:

თარგმანი: გამოცდილებასა ითხოვს, რაჲთა არა ვნებული სიყუარული შევიწყნაროთ, ვითარცა უვნებელი, და უდარესი ნაწილი მისი შევჰრაცხოთ უმჯობესად, რაჟამს მეგობარმან მან სახითა სიყუარულისა.ითა შთამოგვთესოს სიდრკუვე ანუ სარწმუნოებისა მიმართ, გინა საქმეთა კეთილთა. ამისთჳს გჳჴმს ჭეშმარიტ ყოფაჲ ღმრთისა მიმართ და დაუბრკოლებელ ყოფაჲ ძმათა მიმართ, რამეთუ მრავალთა დააბრკოლებს სიყუარული მორწმუნისაჲ ურწმუნოჲსა მიმართ, და მეგობრობაჲ მართლმადიდებელისაგან მწვალებელისა მიმართ; ხოლო დაბრკოლებაჲ ვისიმე, მიზეზითა სამართალისაჲთა, საშჯელისა თანამდებ ჰყოფს კაცსა, არამედ მარადის საჴმარ არს ჩუენდა კრძალულებაჲ ყოვლით კერძოჲ, ვიდრე დღედმდე დიდებით მეორედ მოსლვისა ქრისტესსა. ესე — ამისთჳს, რამეთუ მრავალთა ცოდვანი არა ხოლო წინა-უძღჳან ვიდრე დღედმდე სიკუდილისა, არამედ უკუანაცა მიჰყვებიან ვიდრე სამშჯავროდმდე საქმეთა მიგებისა, ვითარ-იგი კუალად სათნოებანიცა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის