მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:13

12. მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ყოველივე იმან, რაც თავს გადამხდა, დიდად შეუწყო ხელი სახარების წარმატებას.13. ასე რომ, ჩემი ტყვეობა ქრისტეში ცხადი შეიქნა მთელი პრეტორიუმისა და ყველა დანარჩენისთვის,14. რის შედეგადაც, ძმათა უმრავლესობამ, ჩემი ბორკილებით განმტკიცებულმა უფალში, უფრო თამამად და გაბედულად დაიწყო ღვთის სიტყვის ქადაგება.
ფილიპელთა მიმართ თავი 1
13. ასე რომ, ჩემი ტყვეობა ქრისტეში ცხადი შეიქნა მთელი პრეტორიუმისა და ყველა დანარჩენისთვის,
თავი ბ̂. მითხრობაჲ მოთმინებისა თჳსისა და გულსმოდგინებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვიდრეღა კრულებანი ესე ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას ტაძარსა და სხუათა მიმართ ყოველთა, და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ, მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა (1,13-14).:

თარგმანი: ტაძრად უწოდს პალატსა ჰრომთა სამეუფოჲსასა, რომელსა შინა განკითხვად წარიდგინა იგი, და წინაშე პირსა ყოველთასა კადნიერებითა ურწმუნოთა ექმნა გზა მოქცევისა, და მორწმუნენი უკადნიერესად ქადაგ ყვნა სახარებისა. მათ უწოდს სხუად, ხოლო ამათ — ძმად.

ფილიპელთა მიმართ ებისტოლე თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: კრულებანი ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ყოველსა მას ტაძარსა (1,13).:

თარგმანი: ტაძრად ნერონ მეფისა სამშჯავროსა იტყჳს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის