მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:22

21. რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები.22. მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო.23. ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია.
ფილიპელთა მიმართ თავი 1
22. მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო.
თავი ბ̂. მითხრობაჲ მოთმინებისა თჳსისა და გულსმოდგინებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ცხორებაჲ ესე ჴორცითა ამით — ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა (1,22).:

თარგმანი: რაჟამს თქუა "სიკუდილი - შესაძინელ", რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "საწუთროსა ამას ცხორებასა შეასმენს, ვითარცა ბოროტსა", — ამისთჳს ზედა-დაჰრთავს ქებასა ამის ცხორებისასა, ვითარმედ: ნაყოფ საქმისა არს ჴორცთა შინა ყოფაჲ. ესე იგი არს, რამეთუ საწუთროსა ამას შინა მოქმედებითა კეთილთა საქმეთაჲთა მოიგებვის ცხორებაჲ საუკუნოჲ, და ნაყოფნი იგი მერმეთა მათ მოსაგებელთანი აქაჲსა ამის მიერ მოგუეცემიან მუშაკობისა.

„მე ვარ უფალი" — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...ამას მოწამეებიც ცხადყოფენ, რომლებიც სიკვდილის გამო ყველაზე ნეტარნი არიან. ამიტომ პავლესაც უბრალოდ ქრისტეში ცხოვრება კი არ სურდა, არამედ იმიტომ, რომ ეს მისთვის საქმის ნაყოფი იყო. რადგან ამბობს: „რომელი გამოვირჩიო, არა უწყი“ (); „შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროჲს და უმჯობეს ფრიად“ (); „ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უნებელადრე თქუენთჳს“ ().

ამიტომ წინასწარმეტყველიც ამბობს: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ () — არა უბრალოდ სიკვდილი, არამედ ასეთი სიკვდილი. და კვლავ, სხვაგან: „სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს“ (). ხედავ, ესეც საშუალო საგანია: თავისთავად არც კეთილია და არც ბოროტი, არამედ იმათ განწყობაზეა დამოკიდებული, ვინც მას იღებს? ამიტ...

სრულად ნახვა