თარგმანი: ვინაჲთგან სათნოებასა შინა წარმატებულ იყვნეს, ამისთჳს სამადლობელ ღმრთისა ჰყოფდა ჴსენებასა მათსა, რამეთუ სიხარულით ლოცვისა ყოფაჲ ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ არაჲ მიზეზ-სცეს მათ მოციქულსა, რაჲთამცა გარდამავალობისათჳს მცნებათა მისთაჲსა სალმობით და იწროებითა გულისაჲთა მიუწერდა მათ, ვითარ-იგი სხუათა, ვინაჲცა დიდი წამებაჲ არს სათნოებისა მათისაჲ ესე, რაჟამს თქუას მოციქულმან, ვითარმედ: პირველით დღითგან, ვინაჲთგან მორწმუნე ქმნილ ხართ, და ვიდრე მოაქამდე თანაზიარ ჩემდა ყოფილ ხართ ქადაგებასა ამას სახარებისასა, წარმოცემითა საჴმართაჲთა და აღსრულებითა მსახურებისაჲთა.
3. მადლობას ვწირავ ჩემს ღმერთს თქვენი ყოველი გახსენებისას.4. ყოველთვის, ჩემი ყოველი ლოცვისას, სიხარულით ვლოცულობ თქვენთვის,5. რადგანაც ჩემი თანამოზიარენი იყავით სახარებაში, პირველი დღიდან აქამდე.
ფილიპელთა მიმართ თავი 1