მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:6

5. რადგანაც ჩემი თანამოზიარენი იყავით სახარებაში, პირველი დღიდან აქამდე.6. მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე.7. რადგანაც გულში მყავხართ ყველანი, ჩემი ტყვეობისას თუ სახარების დაცვისას და განმარტებისას, როგორც ჩემი მადლის თანაზიარნი.
ფილიპელთა მიმართ თავი 1
6. მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე.
თავი ა̂. მადლობაჲ ფილიპელთა სათნოებისაჲ და ლოცვაჲ სრულებისა მათისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ამის მებრვე სასოებისათჳს, ვითარმედ რომელმან იწყოს თქუენ შორის საქმედ კეთილისა, აღასრულენ ვიდრე დღედმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (1,5-6).:

თარგმანი: იხილე, ვითარ სწორებით მოუსპობს მათგან ზუაობასა და მინდობასა თავისასა, ვითარმედ ღმრთისა მიმართ ჯერ-არს ქონებაჲ სასოებისაჲ, რაჲთა მან მოგცეს ძალი სრულ-ყოფად დაწყებულსა თქუენგან საქმესა კეთილისასა, რამეთუ იგი არს დაწყებაჲ და აღსასრული ყოველთა კეთილთაჲ, რომელსა ჰმადლობ, და მრწამს, ვითარმედ, ვითარ-იგი პირველ გარდასრულნი მადლნი, ეგრეთვე მომავალნიცა კეთილნი მოგანიჭნეს, რაჟამს დაიცვას თქუენ შორის მოქმედებაჲ ეგე კეთილისაჲ, ვიდრე დღედმდე მეორედ მოსლვისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელ-იგი არს დღჱ სასყიდლის კუალად-გებისაჲ საქმეთაებრ თითოეულისათა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის