თარგმანი: ზემო ესოდენ აღმატებულ ყო ქრისტესთჳს ვნებაჲ უფროჲს ყოველთა სასწაულთა და მკუდართა აღდგომისასა, რომლითა საცნაურ არს, ვითარმედ სასწაულთათჳს ჩუენ თანამდებ ვართ ღმრთისა; და უკუეთუ არა ფრიად განვეკრძალნეთ, უძჳრესად დავისაჯნეთ, ვითარცა თანამდებნი დიდისა მადლობისანი, და ვერარაჲთ გარდამჴდელნი თანანადებისანი. ხოლო რაჟამს ქრისტესთჳს გუევნებოდის, მაშინ იგი თავადი თანამდებ არს ჩუენდა, რომელსა უხუებით ძალ-უც ბევრწილ-ყოფაჲ მისაგებელისაჲ. ხოლო აწ ეტყჳს სიტყუასა საკჳრველსა, ვითარმედ: რაოდენი რაჲ გულს-გიც ჩემთჳს ნუგეშინის-ცემაჲ ქრისტეს მიერი, მისთჳს შემთხუეულთა ამათ ჭირთათჳს; რაოდენი რაჲ გასმიეს ჩემთჳს და გნებავს მისითა მობაძავ-ყოფითა სიყუარულით ნუგეშინის-ცემაჲ ჩემი; რაოდენითა რაჲთ გნებავს, რაჲთა ზიარ ჩემ თანა იქმნნეთ სულისა წმიდისა; რაოდენი რაჲ გაქუს ნაწილი მოწყალებისა მამებრივისა და წყალობისა ძმებრივისაჲ — ესე ყოველი მაშინ აღავსოთ განმამხიარულებელად ჩემდა, რაჟამს ვითარ-ეგე აწ გიწყიეს, მასვე წესსა ზედა სრულ-ჰყოთ ურთიერთას სიყუარული და ერთნებობაჲ ძმობისა მაგის თქუენისაჲ. ვითარ თუმცა მოკლედ ეტყოდა, ვითარმედ: რაჲცა რაჲ თანა-გაც ჩემდა მოგებად...
ფილიპელთა მიმართ 2:1
1. ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეში ქრისტეში, თუ არის რაიმე სიამე სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანაზიარობა სულისა, თუ არის რაიმე თანალმობა ან წყალობა,2. აღავსეთ ჩემი სიხარული, რათა იყოთ თანამზრახველნი, ერთი და იმავე სიყვარულით გულშეძრულნი, ერთსულოვანნი და თანამოაზრენი.
ფილიპელთა მიმართ თავი 2