თარგმანი: ამიერ აჩუენებს, ვითარმედ მრავალნი იყვნეს მბრძოლ და მიმდრეკელ მათდა, რაჲთა მდრტჳნავ ყვნენ იგინი, სიძნელისათჳს ქრისტეს მცნებათაჲსა, რომელთა უწოდა ნათესავად დრკუდ და გულარძნილად, დამაბნელებელად სოფლისა სივერაგითა მათითა. ხოლო მოწაფეთა თჳსთა, რომელთა მათ შორის წარჰმართონ სათნოებაჲ, სახელ-სდებს შვილ ღმრთისა შეუგინებელ და მთიებ, განმანათლებელ ღამესა უღმრთოებისასა, მქონებელობითა მათ შორის სიტყჳსა მის ცხორებისაჲთა, რომელ არს ქადაგებაჲ საუკუნოჲსა ცხორებისა მოლოდებისაჲ, რომლისა მიერ ადვილად თავს-იდებენ ყოველთავე ოფლთა და ტკივილთა სათნოებისათა, რომელთა მიერ იყვნენ სიქადულ და აღმატება გჳრგჳნთა მოძღურისა და მასწავლელისა მათისათა, დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მეორედ მოსლვისასა, რომელი-იგი არს დღე სასყიდლის კუალად-გებისაჲ.
ფილიპელთა მიმართ 2:16
15. რათა იყოთ უბიწონი და უმანკონი, ღვთის უმწიკვლო შვილნი უკუღმართ და გახრწნილ მოდგმაში, რომელშიც ნათობთ, როგორც მნათობნი სამყაროში,16. სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა ქრისტეს დღეს დავიქადო, რომ ამაოდ არ ვრბოდი და არც ამაოდ ვიღვწოდი.17. მაგრამ სისხლადაც რომ ვესხურო თქვენი რწმენის მსხვერპლს და მსახურებას, თქვენთან ერთად ვილხენ და ვხარობ.
ფილიპელთა მიმართ თავი 2