თარგმანი: ამას ადგილსა დიდ არს მოციქულისა მიერ ქებაჲ ეპაფროდიტესი, რომელი იყო კაცი სათნოჲ, ერთი მკჳდრთაგანი ფილიპიაჲსათა, და მათ მიერ წარვლინებული მოციქულისა, და მიმრთუმელი მისა საჴმართაჲ, წარცემულთაჲ მათ მიერ, რომელთა მიღებისათჳს მოციქულად მათდა უწოდს მას, ვითარცა წარვლინებულსა მათ მიერ, რამეთუ მოციქული "წარვლინებულად" გამოითარგმანების. ხოლო თანამოსაგრეობისა წილ თანამჴედრობაჲ უსაკუთრეს არს, რამეთუ მოსაგრე მოგზაურსა ჰქჳან, ხოლო თანამჴედარი — თანამბრძოლსა, რომლისათჳს მოციქული თანამჴედრად თჳსსა უწოდს, ვითარცა მის თანა მბრძოლსა, მირთუმითა მისდა საჭიროთა საჴმართაჲთა და განძლიერებითა ღუაწლსა შინა წყობისასა, რომელსა კუალად მათდავე უკუნ-აქცევს, ვითარცა მიმყოვრებულად განგრძობითა დაყოვნებულსა ხილვად მათდა და სურვიელსა მათსა, რომელთა სიყუარულისათჳს ესოდენი თავს-ედვა ჭირი მგზავრობისაჲ.
ფილიპელთა მიმართ 2:25
24. მჯერა უფლისა, რომ თვითონაც მალე გეწვევით.25. მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე გამომეგზავნა ეპაფროდიტოსი, ჩემი ძმა, ჩემი თანამოსაქმე და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და ჩემი გაჭირვების მსახური.26. რადგანაც გულით უნდოდა ყველა თქვენგანის ნახვა და ძალზე შეწუხდა, როცა გაიგო, რომ თქვენამდეც მოუღწევია მისი ავადმყოფობის ამბავს.
ფილიპელთა მიმართ თავი 2