თარგმანი: რაჟამს იხილოს მოციქულმან, ვითარმედ სულიერად უყუარს ვინმე ვიეთმე, მაშინ უმეტესად აღმატებულ ჰყოფს სიყუარულსა მას საყუარელისასა, ვითარ-ესე აწ ეპაფროდიტესთჳს ჰყოფს, რამეთუ განუცხადებს, ვითარმედ სამართლად უყუარს მათ მოყუარე იგი მათი, რომელი სურვიელცა იყო და ზრუნვიდა, ვითარ იგინი მწუხარე იყვნეს სნეულებისა მისისათჳს. ამისსა შემდგომად მიუთხრობს მათ დასნეულებასა მისსა, რაჲთა უმეტესად მადლობად ღმრთისა აღძრნეს მეცნიერებითა ამისითა, ვითარმედ ბჭეთაგან სიკუდილისათა გამოჴსნილ არს, ხოლო შეწყალებად ღმრთისა უწოდს განკურნებასა მისსა, რამეთუ ყოველივე ჩუენი — სიკუდილი და ცხორებაჲ — ღმრთისა მიერ უმჯობესად განეგებვის; მართალთათჳს — წარსამატებელად სათნოებისა, ხოლო ცოდვილთათჳს — მოსაქცეველად ცოდვისაგან. ამისთჳს აწ არა ხოლო მისსა წყალობად იტყჳს განკურნებასა მისსა სნებისაგან, არამედ თავისაცა თჳსისა, რამეთუ ვინაჲთგან უწყოდა, ვითარმედ უყუარს იგი ფილიპელთა, ამისთჳს მათ თანა ლმობილ და მოსწრაფე იყო, რაჲთა არარაჲთ მწუხარე იქმნენ, და ესეცა მათ თანა მწუხარებისათჳს, მრჩობლთა მწუხარებათაგან იჴსნა, რამეთუ სნეულებისათჳს მწუხარე იყო, და თუმცა სნეულებასა მას შინა...
ფილიპელთა მიმართ 2:28
27. და მართლაც, ისე ავად იყო, რომ კინაღამ ხელიდან გამოგვეცალა, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის, და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ დამრთვოდა.28. ამიტომ საჩქაროდ გამოვგზავნე, რომ გაგეხარათ მისი ხილვით და მეც მომკლებოდა სადარდელი.29. მთელი სიხარულით შეიწყნარეთ იგი უფალში და პატივი ეცით მისთანებს.
ფილიპელთა მიმართ თავი 2