თარგმანი: ვინაჲთგან გზისა საქმე ღმერთსა მიანდო, ამისთჳს წარვლენილისა, ვითარცა აწვე მისრულისა, შეწყნარებად აწუევს უფლისა მიერითა ძალითა, და განმხიარულებად მისლვისა მისისათჳს. ხოლო პატიოსნად პყრობად მისსა აწუევს, ვითარცა გამოცდილსა ახოვნებითა, რომელმან სიყუარულისათჳს ქრისტესისა არა ხოლო გზისა ჭირი თავს-იდვა ფილიპიაჲთ ჰრომედმდე, არამედ მუნვე ჰრომს ჟამსა მას ოდეს სიკუდილი მოსალოდებელ იყო, ყოვლისათჳს, რომელმან ჰმსახუროს პავლეს პყრობილობასა მას შინა, ანუთუ ეზრახოს მას, ყოველივე შიში შეურაცხ-ყო და კადნიერებით ჰმსახურა მას მირთუმითა საჴმრისაჲთა, და სიკუდილადმდე დადგრომითა მის თანა განსაცდელთა მიმართ მზა ყოფისათჳს.
ფილიპელთა მიმართ 2:29
28. ამიტომ საჩქაროდ გამოვგზავნე, რომ გაგეხარათ მისი ხილვით და მეც მომკლებოდა სადარდელი.29. მთელი სიხარულით შეიწყნარეთ იგი უფალში და პატივი ეცით მისთანებს.30. ვინაიდან ქრისტეს სამსახურისათვის გადადო და სასიკვდილოდ გასწირა თავი, რათა ჩემდამი თქვენი სამსახურის დანაკლისი შეევსო.
ფილიპელთა მიმართ თავი 2