მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 3:18

17. მაშ, ასე, მე მომბაძეთ, ძმანო, და დაუკვირდით მათ, იმ ნიმუშის მიხედვით რომ იქცევიან, რაცა გაქვთ ჩვენში.18. რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები,19. რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი - მუცელი, დიდება კი - სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ.
ფილიპელთა მიმართ თავი 3
18. რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები,
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გარნა, რომელსა-ესე მივსწუედით, მასვე ვზრახვიდეთ და მასვე წესსა ზედა ვეგნეთ (3,18).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან შორიელ და ძნიად მისაწევნელ არს სათნოებაჲ და გჳრგჳნი სათნოებისაჲ, ვიდრე სისრულესა მას მიწევნადმდე, ერთი ესე შევიკრძალოთ, რაჲთა სარწმუნოებით ვდგეთ შრომასა ჩუენსა შინა, და მოველოდით მიმთხუევასა სასურველისა მის ჩუენისასა, მალიად დევნითა, ვითარმცა სიშორისათჳს საშიშ იყო ვერ-წევნაჲ მისი; რამეთუ მახლობელობისა მისისა გონებაჲ დაჴსნილ და უდებ ჰყოფს კაცსა მოქმედებისა მიმართ კეთილთაჲსა. ამისთჳს მასვე ვზრახვიდეთ, ესე იგი არს, ვითარ-იგი პირველ ვიწყეთ, მასვე ვმოქმედებდეთ, ვითარ თუმცა აწღა გუეწყო მოღუაწებად, და მასვე კანონსა ზედა ვეგნეთ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს. რამეთუ ვითარ-იგი კანონი, რომელ არს ილისტიკი, არა თავს-იდებს მეტობასა და ნაკლულევანებასა. ეგრეთვე ჩუენ, ნუ მივდრკებით გზისგან სამეუფოჲსა მარჯულ გინა მარცხლ; ნუცა შევჰმატებთ გინა დავაკლებთ შჯულსა სარწმუნოებისასა, რომელი მოგჳღებიეს კათოლიკე ეკლესიისაგან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის