თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუმცა წარმართთაგანი ვიყავ, წინადაუცუეთელი, სთქუმცა, ვითარმედ: მით მმაგებელ ვარ წინადაცუეთისა, რამეთუ მე თჳთ არა მაქუს იგი; არამედ აწ, ოდეს მე თჳთ, რომელსა-ესე მაქუს ჴორცთაგან სასოებაჲ, რომელ არს რეცა სიქადული ჴორციელსა მას ზედა აზნაურებასა წინადაცუეთისასა, შეურაცხ-ვჰყოფ და არღარა ვესავ ჴორცთასა მას წინადაცუეთასა, რომელი არარაჲ იყო. ცანთ, რამეთუ არა ვითარცა უღონოჲ მისგან, ვსძაგებ მას, არამედ ვითარცა მქონებელი მისი და გამოცდილებით მეცნიერი, წინა-დაგიდებ ურგებობასა მისსა და ვიტყჳ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, უკუეთუ ვინმე სხუაჲ ჰგონებს სასოებად ჴორცითა, მე — უფროჲსღა. ესე იგი არს, ვითარმედ: "უკუეთუ ვისმე სხუასა ჰგონიეს არად საგონებელი იგი, არცა რად შესარაცხელი ქონებაჲ ჴორცთა წინადაცუეთილებისა მიერისა მის აზნაურებისაჲ, ესე თჳთ მე უფროჲს მისსა მაქუს". იხილე, ვითარ არა სახელ-სდებს მქონებელსა ამისსა, რაჲთა არა სახელდებულად მხილებითა უურცხჳნოეს ყოს იგი.
3. რადგანაც წინადაცვეთილნი ჩვენა ვართ, სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი ვიქადით და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს.4. თუმცა მე შეიძლება ხორცის იმედიც მქონდეს; თუკი სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცის იმედი აქვს, მე - მით უმეტეს:5. მერვე დღეს წინადაცვეთილი, მოდგმით ისრაელიტი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, სწავლით ფარისეველი,
ფილიპელთა მიმართ თავი 3