თარგმანი: მაშინდელსა მას შესაძინელად ქონებულსა შჯულსა, უკუეთუ აწ იპყრობდეს-ღა და მის ძლით არა მოცალე იყოს აღებად შესაძინელსა ამას უმეტესისა მადლისასა, რომელი მოგუეცა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, უსრულესად მეცნიერებად, ესოდენ ზღვევად შეჰრაცხს, ვითარ-იგი ღამესა შინა განათლებული სანთლისა მიერ — დაჭირვებად შეჰრაცხს შემდგომად მზისა აღმოსლვისა ჴმარებასა სანთლისასა; ანუ მქონებელი ბრპენისაჲ ვერ-დატევებითა მისითა შემთხუეულსა ვერ-აღებასა ოქროჲსასა, რომლისათჳს არა თუ იძაგებიან სანთელი და ბრპენი, არამედ უზეშთაეს მათსა არიან მზე და ოქროჲ.
ფილიპელთა მიმართ 3:7
6. შურით ეკლესიის მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო,7. მაგრამ რაც ჩემთვის სარგო იყო, ზარალად შევრაცხე ქრისტეს გულისთვის;8. და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის - ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე,
ფილიპელთა მიმართ თავი 3