თარგმანი: მაშინდელსა მას შესაძინელად ქონებულსა შჯულსა, უკუეთუ აწ იპყრობდეს-ღა და მის ძლით არა მოცალე იყოს აღებად შესაძინელსა ამას უმეტესისა მადლისასა, რომელი მოგუეცა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, უსრულესად მეცნიერებად, ესოდენ ზღვევად შეჰრაცხს, ვითარ-იგი ღამესა შინა განათლებული სანთლისა მიერ — დაჭირვებად შეჰრაცხს შემდგომად მზისა აღმოსლვისა ჴმარებასა სანთლისასა; ანუ მქონებელი ბრპენისაჲ ვერ-დატევებითა მისითა შემთხუეულსა ვერ-აღებასა ოქროჲსასა, რომლისათჳს არა თუ იძაგებიან სანთელი და ბრპენი, არამედ უზეშთაეს მათსა არიან მზე და ოქროჲ.
ფილიპელთა მიმართ 3:8
7. მაგრამ რაც ჩემთვის სარგო იყო, ზარალად შევრაცხე ქრისტეს გულისთვის;8. და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის - ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე,9. და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული;
ფილიპელთა მიმართ თავი 3