მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 4:10

9. რაც გისწავლიათ და მიგიღიათ, რაც გსმენიათ და გიხილავთ ჩემში, ის აღასრულეთ და ღმერთი მშვიდობისა იქნება თქვენთან.10. დიდად გავიხარე უფალში, რომ კვლავ დაიწყეთ ჩემზე ზრუნვა; თუმცა უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ვითარებამ დაგაბრკოლათ.11. იმიტომ როდი ვამბობ, რომ მიჭირს, რადგანაც ვისწავლე კმაყოფილი ვიყო იმით, რაცა მაქვს.
ფილიპელთა მიმართ თავი 4
10. დიდად გავიხარე უფალში, რომ კვლავ დაიწყეთ ჩემზე ზრუნვა; თუმცა უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ვითარებამ დაგაბრკოლათ.
თავი ზ̂. მადლობაჲ წარმოცემულისათჳს მისდა საჴმრისა სამსახურებელად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო განვიხარე უფლისა მიერ დიდად, რამეთუ აწვე ეგერა აღმოცენებულ ხართ ჩემ კერძო ზრახვად, რომელსაცა-იგი ჰზრახევდით, ხოლო დაჰყდუნდით (4,10).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო განვიხარე უფლისა მიერ დიდად, რამეთუ აწღა სამე აღჰყუავენით ჩემთჳს ზრახვად მისსა, რომელსაცა-იგი ჰზრახევდით, ხოლო უჟამო იქმნენით. ესე იგი არს, ვითარმედ: არა ლიტონად განვიხარე, არამედ უფლისა მიერ; არა ჩემისა, არამედ თქუენისა სარგებელისათჳს, რამეთუ პირველ ყუავილოვანი იგი ჩემდა მომართი ქველისსაქმე და ჟამერთ დაცადებული და განჴმელ ქმნული, აწ კუალად აღაყუავეთ ქმნად ჩუეულებისაებრსა, ვითარ-იგი ჰყოფდით ოდესმე, დაღაცათუ ჟამერთ უჟამო იქმნენით, და არა უდებებითა გინა უწყალოებითა, არამედ ჟამისა არა ქონებითა და ჭირსა და ნაკლულევანებასა შინა ყოფითა, ნუუკუე და არა პოვნითა მომღებელისაჲთა, რამეთუ ამის ყოვლისა გამოცხადებაჲ არს მოკლითა მით სიტყჳთა უჟამო ქმნისაჲთა. ხოლო საკჳრველ არს, ვითარ რომელი-იგი სხუასა ადგილსა არა დააცუდებს სიქადულსა თჳსსა მიღებითა ვისგანმე რაჲსაჲთაცა, ხოლო აწ თჳთ ეძიებს მოღებასა, და უხარის წარმოცემასა ზედა. ცხად არს, ვითარმედ მაშინ კორინთელთა მიმართ ჰყოფდა ამას ცრუმოციქულთა მათთჳს, ხოლო სხუაგნით მიიღებდა, ვითარ-იგი მათვე ეტყჳს, ვითარმედ: "სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი" (<span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის