მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 4:17

16. თქვენ კი ერთი-ორჯერ თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა.17. იმიტომ კი არა, თითქოს მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც მრავლდება თქვენდა სარგებლად.18. ყველაფერი მივიღე და ბლომადაც მაქვს, სავსე ვარ იმით, რაც ეპაფროდიტოსის ხელით გამომიგზავნეთ: კეთილსურნელება, საამო შეწირულება, ესოდენ სასურველი ღვთისათვის.
ფილიპელთა მიმართ თავი 4
17. იმიტომ კი არა, თითქოს მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც მრავლდება თქვენდა სარგებლად.
თავი ზ̂. მადლობაჲ წარმოცემულისათჳს მისდა საჴმრისა სამსახურებელად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არათუ რამეთუ საცემელსა ვეძიებ, არამედ ვეძიებ ნაყოფსა მას, რომელი აღემატების სახელად თქუენდა (4,17).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვთქუ რაჲ საჴმარად ჩემდა მოძღუანებაჲ, ნუ გგონიეს, ვითარმედ ჩემისა უღონოებისა ღონიერ ყოფისათჳს მიხარის წარმოცემაჲ საჴმართაჲ, არამედ სასყიდელისა მისთჳს, რომელი მრავალწილად აღმატებულად მოგეცემის, სახელად თქუენდა დაუნჯებული საუნჯეთა საუკუნეთა. ესე გულისსიტყუაჲ უკუეთუ დაიცვას ყოველმან მიმღებელმან ქველისსაქმისამან, რაჲთა არა თჳსისა ნაკლულევანებისა აღვსებისათჳს, არამედ მომცემელთა მათ სასყიდელისა აღორძინებისათჳს მხიარულ იყოს, ესევითარი თანაზიარ იქმნეს საუკუნესაცა სასყიდელსა მისსა, ვითარ-იგი თანაზიარ იქმნა საწუთროჲსა ამას მოღებასა საჴმართასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის