თარგმანი: რაჟამს კაცი ნაკლულევანებასა და იწროებასა კმა-საყოფელად შეჰრაცხდეს, ესევითარი იგი, რაჟამს მცირედცა ფართოებასა მიემთხჳოს აღსავსებად და გარდარევად შეჰრაცხს, ვითარ-იგი წინაუკუმო, რომელი-იგი სავსებასა ნაკლულევანებად შეჰრაცხდეს, ესევითარი იგი ვერ რომლითა გარდამატებითა განძღეს. ამისთჳს მოციქული, ვითარცა მარადის კმა-მყოფელი იწროჲსა და ყოვლად საჭიროჲსა, რაჟამს მიემთხჳა მიღებითა ეპაფროდიტესგან მცირესა რასმე საჴმარსა თჳსსა, ყოვლად ნამეტნავად შეჰრაცხა იგი, და წარმომცემელთა მათ საჴმრისათა ეტყჳს, ვითარმედ არა ჩემდა, არამედ ღმრთისა მსხუერპლად შეწირულ არს ქველისსაქმე იგი თქუენი, სულად საკუმეველისა ყოვლად სულნელისა; რამეთუ ვითარცა ცეცხლი საკუმეველსა, ეგრეთვე გონებაჲ გულსმოდგინე ქველისსაქმესა თჳსსა ძღუენ ჰყოფს ღმრთისა, აღმაღლებულ ქუეყანით სიმაღლედ ზეცისა.
ფილიპელთა მიმართ 4:18
17. იმიტომ კი არა, თითქოს მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც მრავლდება თქვენდა სარგებლად.18. ყველაფერი მივიღე და ბლომადაც მაქვს, სავსე ვარ იმით, რაც ეპაფროდიტოსის ხელით გამომიგზავნეთ: კეთილსურნელება, საამო შეწირულება, ესოდენ სასურველი ღვთისათვის.19. ხოლო თქვენ ჩემი ღმერთი შეგივსებთ ყოველგვარ ნაკლულებას თავისი სიუხვით და დიდებით, ქრისტე იესოში.
ფილიპელთა მიმართ თავი 4