თარგმანი: ვინაჲთგან ძისა მიერ თქუა მოცემაჲ კეთილთაჲ, ამისთჳს დიდებასა მისცემს ღმერთსა მამასა, რომელი-იგი ჩუენ, მადლით შვილ-ქმნულთა მისთა, მოგუმადლებს ყოველსავე, ბუნებით თანაარსისა მიერ ძისა თჳსისა, რომლისაჲ-იგი დიდებაჲ მამისად შეირაცხების ერთარსებისათჳს, და საუკუნოდ დაუსრულებელ არს სუფევაჲ მათი თანა სულით წმიდითურთ ხოლო ამინი საბეჭდავი არს სიტყჳსაჲ, ვითარმედ: "იყავნ".
ფილიპელთა მიმართ 4:20
19. ხოლო თქვენ ჩემი ღმერთი შეგივსებთ ყოველგვარ ნაკლულებას თავისი სიუხვით და დიდებით, ქრისტე იესოში.20. ღმერთსა და მამას ჩვენსას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.21. მოიკითხეთ ყველა წმიდა ქრისტე იესოში. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმები.
ფილიპელთა მიმართ თავი 4