თარგმანი: საიდუმლოსა მას ჩუენთჳს ჴორცშესხმულისა სიტყჳსასა ეწოდების და ნამდჳლვე არს აღმატებულ ზეშთა ყოველთა გონებათა, არა ხოლო ამით, რამეთუ ღმერთი განკაცნა, რომელი-ესე არს უზეშთაეს ყოველთა საუკუნითგანთა საკჳრველებათა, არამედ ამითცა, რამეთუ ჩუენ, ესოდენ მტერ ღმრთისა ქმნულნი და ყოვლად განვრდომილნი მისგან შეცოდებითა, არა ხოლო დამაგნა ღმერთსა მამასა, დაჴსნითა მტერობისა შუვაკედელისაჲთა და მოტევებითა პირველ ქმნულთა ბრალთაჲთა, არამედ განგუწმიდნა-ცა და განგუამართლნა და შვილებისა ღმრთისა საზომსა აღმიყვანნა სისხლითა თჳსითა. და უკუეთუ მშჳდობაჲ ღმრთისაჲ ზეშთა-აღემატების ყოველთა გონებათა, რაჲღა ვინ თქუას მათთჳს, რომელნი აზმნიან გამოკულევად არსებასა მისსა! ამით მშჳდობითა ღმრთისაჲთა გარე-შეზღუდვილი გონებაჲ არა დაინთქმის კუეთებითა განსაცდელთაჲთა, არცა მიმოიტაცების ქარითა სოფლიოთა შფოთთა და ვნებათაჲთა, არამედ განაკრძალებს გულსა მოგონებისაგან გულისთქუმათა არაწმიდათაჲსა, და შემოიკრებს გონებასა ყოვლისაგან მიმო-განბნევისა ამაოთა შფოთთა და ზრუნვათაჲსა, და შეჰმშჭუალავს შიშსა და სიყუარულსა ქრისტესსა, რომლისაგან განვრდომილი უცხო იქმნების ცხორებისაგან, და...
ფილიპელთა მიმართ 4:7
6. ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს.7. და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში.8. და ბოლოს, ძმანო, რაც კი რამ ჭეშმარიტია და პატიოსანი, რაც მართალია და წმიდა, რაც საყვარელია და საქებარი, სათნო და ქებული, იმაზე იფიქრეთ.
ფილიპელთა მიმართ თავი 4