მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 4:8

7. და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში.8. და ბოლოს, ძმანო, რაც კი რამ ჭეშმარიტია და პატიოსანი, რაც მართალია და წმიდა, რაც საყვარელია და საქებარი, სათნო და ქებული, იმაზე იფიქრეთ.9. რაც გისწავლიათ და მიგიღიათ, რაც გსმენიათ და გიხილავთ ჩემში, ის აღასრულეთ და ღმერთი მშვიდობისა იქნება თქვენთან.
ფილიპელთა მიმართ თავი 4
8. და ბოლოს, ძმანო, რაც კი რამ ჭეშმარიტია და პატიოსანი, რაც მართალია და წმიდა, რაც საყვარელია და საქებარი, სათნო და ქებული, იმაზე იფიქრეთ.
თავი ვ̂. მცნებაჲ ვიეთიმე, განთჳსებულად, და კუალად — ზიარად და ზოგად ყოველთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამიერითგან, ძმანო, რავდენი არს ჭეშმარიტ, რავდენი პატიოსან, რავდენი მართალ, რავდენი წმიდა, რავდენი საყუარელ, რავდენი საქებელ, რავდენი სათნო და რავდენი ქებულ, მას ზრახევდით (4,8).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: შემდგომად ამის ყოვლისა წარმოთქუმისა ესეღა გუაკლს, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ წინა-აღუდგინოთ ტყუვილსა, რამეთუ სათნოებაჲ არს ჭეშმარიტ, და სიბოროტე — ტყუვილ. და პატიოსნებითა თავისუფალ იქმნენით ვნებათაგან უპატიოებისათა, რომელთაგანი ნუმცა შეეხების სახესა და სიტყუასა, სლვასა და საქმესა თქუენსა, არამედ ყოველსავე შინა სიმართლითა იოტეთ უსამართლოებაჲ, და სიწმიდითა - არაწმიდებაჲ, რაჲთა არარას ზრუნვიდეო ქუეყანისასა, ხოლო საქებელითა და სათნოჲთა და ქებულითა სრულებით ისწავეთ, რაჲთა არარაჲ ჰყოთ საძაგელი და განსაქიქებელი, არა ხოლო ღმრთისაჲ, არამედ კაცთაჲცა, რაჲთა დაუბრკოლებელ იყვნეთ ყოველთა მიმართ, არაოდეს ვისგან მეძიებელ ქებისა, არამედ მარადის მოქმედ საქმისა საქებელისა, რომელი სათნო იყოს ღმრთისა, და მის მიერ აქუნდეს ქებაჲ ეკლესიასა შინა პირმშოთასა. ამის ყოვლისა ზრახვად ეტყჳს, არა რაჲთა პირითა ურთიერთას უთხრობდენ, არამედ რაჲთა გონებისა და გულისა განწმედითა და საქმით მოქმედებითა ამის ყოვლისა აღმასრულებელ იყვნენ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის