მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 10:2

1. გუნდისლოტბარს, დავითისფსალმუნი. უფალზე ვარ მინდობილი; როგორ ეტყვით ჩემს სულს: „გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში“.2. რადგან აგერ ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.3. თუ საძირკვლები დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას?
ფსალმუნები თავი 10
2. რადგან აგერ ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.
ფსალმუნი 10-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი“ (). სხვა: „გამარჯვების საგალობელი დავითისა.“ სხვა: „გამარჯვების მომნიჭებელს.“

„უფალსა ვესავ; ვითარ ეტყჳთ სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა, ვითარცა სირი?“ (). სხვა: „აღიდეგ მთათა ზედა, ვითარცა სირი.“ სხვა: „გარდაიცვალე.“

„რამეთუ, აჰა, ესერა, ცოდვილთა გარდააცვეს მშჳლდსა მათსა და განჰმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რათამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელითა.“ (). სხვა: „ვითარცა ბურუსში.“

„რამეთუ, რაჲ-იგი შენ აღაშენე, მათ დაარღჳეს; ხოლო მართალმან რაჲ ყო?“ (). სხვა: „რამეთუ წესები დაირღვა.“ სხვა: „რამეთუ მოძღვრებანი შემუსრვილ იქნებიან.“

1. უფალზე დამყარებული სასოება და მტერთა უძლურება

დიდია უფლისადმი სასოების ძალა: აუღებელი სიმაგრე, დაუძლეველი ზღუდე, უძლეველი შემწეობა, მშვიდი ნავსაყუდელი, დაუმარცხებელი გოდოლი, უძლეველი იარაღი, დაუძლეველი ძალა, რომელიც გამოუვალშიც...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის