მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 101:6

5. ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს.6. ვემსგავსე ვარხვსა უდაბნოსას, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანაგრევებში.7. უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.
ფსალმუნები თავი 101
6. ვემსგავსე ვარხვსა უდაბნოსას, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანაგრევებში.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სათნოება და გარეგანი დიდების სიცარიელე:

...ნ, თუ მოისურვებ, შენ, მიწაზე მოსიარულე, უფრო მაღლა იქნები, ვიდრე ის, ვინც ეტლში ზის. როგორ? იმიტომ, რომ ის სხეულით მხოლოდ ცოტათი ამაღლებულა მიწიდან, სულით კი მიწასვე მიჭედებია; რადგან ნათქვამია: „შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა“ (), შენ კი გონებით ცაში დაიარები.

მაგრამ, იტყვი, მრავალი მხლებელი ჰყავს, რომლებიც მედიდურად დაჰყვებიან? და ნუთუ თვითონ უფრო პატივდება, ვიდრე ცხენი? რა შეიძლება იყოს ამ უგუნურებაზე უარესი — ადამიანების განდევნა, რათა პირუტყვმა თავისუფლად გაიაროს? ან ცხენით სიარული ღირსეულია? მაგრამ ამაში მონებიც ხომ მონაწილეობენ. არიან ისეთებიც, რომელთაც იმდენი ამპარტავნება აქვთ, რომ, არაფრის საჭიროების გარეშე, მაინც აიძულებენ სხვებს უკან მიჰყვნენ. მართლაც, რა არის ამაზე უგუნური? ცხენებით, ძვირფასი სამოსითა და მხლებლებით სურთ თავის წარმოჩენა....

სრულად ნახვა