...ურთხა სახლი აჰრონისი, აკურთხნა უფალმან მოშიშნი მისნი“** (). რას ნიშნავს: „აკურთხა“? ამბობს: ისინი უთვალავი სიკეთით აღავსო. რადგან ადამიანიც აკურთხებს ღმერთს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა“ (). მაგრამ ვინც ღმერთს აკურთხებს, თვითონვე იღებს სარგებელს: საკუთარ თავს უფრო ბრწყინვალეს ხდის და მას არაფერს ანიჭებს; ხოლო როცა ღმერთი აკურთხებს, ჩვენ გვხდის უფრო ბრწყინვალეებად, თვითონ კი არაფერს იძენს. რადგან საღვთო ბუნება არაფერს საჭიროებს; ამიტომ ორივე მხრივ სარგებელი ჩვენია. და როგორ აკურთხა ისინი? პური მისცა მათ ზეციდან, წყალი კლდიდან აწვიმა, მათი შესვლანი და გამოსვლანი დაიცვა, მათი საქონელი და ფარები გაამრავლა, თავის გამორჩეულ ხალხად და სამეფო სამღვდელოებად უწოდა, რჯული მისცა და წინასწარმეტყველნი მოუვლინა. ამას სხვაგანაც ქადაგებს და ამბობს: „არა უყო ესრეთ ყოველსა ნათესავსა და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ“ (). სხვაც ამბობს: **„რამეთუ რომელი არს ნათესავი დ...
1. დავითისა. ადიდე, სულო ჩემო უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო - მისი წმიდა სახელი.2. ადიდე, სულო ჩემო, უფალი და ნუ დაივიწყებ მის ქველმოქმედებას.
ფსალმუნები თავი 102