მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 102:15

14. რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ.15. ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.16. ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს.
ფსალმუნები თავი 102
15. ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პა ძჳრუჴსენებლობისათჳს:

...სენი?

უკუეთუ მეუღლეცა და შვილნი მოუკლნეს, ვითარმცა იჴსენა ძჳრი, რომელსა უსწავიეს არაშეწუხებაჲ შესუენებულთათჳს სასოებითა მით აღდგომისაჲთა?

უკუეთუ აგინოს და შეურაცხ-ყოს, ოდესმცა ელმოდა, რომელსა უსწავიეს, ვითარმედ საწუთროჲ ესე ვითარცა „ყუავილი თივისაჲ“ ; შერაცხილ არს? უკუეთუ ტანჯოსცა და დილეგად მისცეს, უსწავიეს მას, ვითარმედ: „დაღაცათუ გარეშე კაცი განირყუნების, არამედ შინაგანი განახლდების“; და ვითარმედ: „ჭირმან გამოცდილებაჲ ქმნის“.

ჰხედავა, ვითარსა საზომსა მიაწევს ღმრთისმოყუარესა მას მოთმინებაჲ? განაახლებს და განანათლებს.

ამისთჳს გევედრები, ნუ ვავნებთ და მოვაუძლურებთ სულთა ჩუენთა ძჳრის-ჴსენებითა; რამეთუ ესე არა მედგრობისაგან მოყუსისა იქმნების, არამედ უკეთურებისაგან ჩუენისა და უძლურებისა.

აწ უკუე, ძმანო, გინა თუ გუაგინოს ვინ, გინა თუ გუცეს, გინა თუ წარიტაცოს ჩუენი, გინა თუ სხუაჲ რაჲმე ძჳრი შეგუამთხჳოს, ნუ განვრისხნებით, არამედ უფროჲსად მისთჳს ვცრემლოდით, რომელ სულსა თჳსსა ავნებს იგი. მიუტევნეთ შეცოდებანი მოყუსისანი, რაჲთა ჩუენცა ვპოოთ შენდობაჲ ცოდვათაჲ ღმრთისაგან და...

სრულად ნახვა