...ბუნებას ამბობს, როგორც სხვაგანაც, როცა ამბობს: „მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას“ (), თუმცა ცხოველები გონებას მოკლებულნი არიან. და კვლავ: „ლეკუნი ლომთანი მყჳრალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა“ (). თუმცა ესენიც გონებას მოკლებულნი არიან და თვითონ არ ეძებენ; აქაც წინასწარმეტყველი კვლავ თვით მოვლენის ბუნებაზე ლაპარაკობს, რადგან ასეთი თქმა მათ არჩევანს კი არ მიეწერება, არამედ იმის ბუნებას, რაც ხდება. „აღაღებ შენ ჴელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ“ (). წინასწარმეტყველი „ხელს“ მოქმედებასა და მომნიჭებელ ძალას უწოდებს; ყოველივე ამის მეშვეობით გასწავლის, რომ ნაყოფთა წარმოშობის სათავე სტიქიონებში კი არ არის, არამედ ღმერთის განგებაში. ან სიადვილის საჩვენებლადაც თქვა: „აღაღებ შენ ჴელსა შენსა“ (). რადგან განსაკუთრებით მაშინდ...
20. განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა.21. ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს.22. ამობრწყინდება მზე - შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან.
ფსალმუნები თავი 103