...28:14). დიდი სიკეთეა ლოცვა. თუ ვინმე, სათნო ადამიანთან საუბრისას, მისგან არცთუ მცირე სარგებელს იღებს, მაშ, რა სიკეთეებს არ მიიღებს ის, ვინც ღვთისთან საუბრის ღირსი გახდა? ლოცვა არის საუბარი ღმერთთან. და, რათა ამაში დარწმუნდე, ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „ტკბილ ეყავნ" ღმერთს „გალობაჲ ჩემი" (), ანუ, სასიამოვნო იყოს ღვთისთვის საუბარი ჩემი. ნუთუ მას, ჩვენი თხოვნის წინაც, არ შეუძლია მოგვცეს? მაგრამ ის იმიტომ ელოდება (ჩვენს თხოვნას), რომ ჰქონდეს საბაბი სამართლიანად ღირსი გახადოს ჩვენ თავისი განგებისა. მაშ, მივიღოთ თუ არ მივიღოთ თხოვნილი, გულმოდგინედ აღვასრულოთ ლოცვა და ვმადლობდეთ არამხოლოდ მაშინ, როცა მივიღებთ, არამედ მაშინაც, როცა ვერ მივიღებთ, რადგან მიუღებლობაც, როცა ღვთის ნებით ხდება, არანაკლებ კეთილისმომტანია, ვიდრე მიღება. ჩვენ ხომ არც ვიცით, რა არის ჩვენთვის სასარგებლო, იმ ზომით, როგორც მან იცის. მაშასადამე, მივიღოთ თუ არ მივიღოთ, ჩვენ მადლობა უნდა აღვავლინოთ. და რატომ გიკვირს, როცა ვამბობ, რომ ჩვენ არ ვიცით, რა არის ჩვენთვის სასარგებლო? პავლეც, ამდენად დიდი და აღმატებული კაცი, ვინც ასეთი გამოუთქმელი (გამოცხადებების) ღირსი გახდა, არ იცოდა, რომ მისთვის უვარგისს ითხოვდა. ირგვლივ უბედურებებითა და გამუდმებული განსაცდ...
ფსალმუნები 103:34
33. ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.34. ეამოს მას ჩემი გალობა; მე გავიხარებ უფალში.35. გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ადიდეთ უფალი!
ფსალმუნები თავი 103