მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 106:29

28. და შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან გამოიყვანა.29. გადააქცევს ზღვის ღელვას სიწყნარედ და დადუმდებიან მისი ტალღები.30. გამხიარულდებიან, რადგან მიწყნარდნენ და წაუძღვება ნანატრ ადგილას.
ფსალმუნები თავი 106
29. გადააქცევს ზღვის ღელვას სიწყნარედ და დადუმდებიან მისი ტალღები.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინ არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?“ (8,27).:

...“. და ვითარცა წინაჲსწარმეტყუელმან თქუა მამისათჳს, ესე აწ ძემან ქმნა შეუცვალებელად. რამეთუ რასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი მამისათჳს? - „თქუა, და აღდგა ქარი ნიავქარისაჲ, და ამაღლდეს ღელვანი მისნი“; და მერმე იტყჳს: „გარდააქცინა ნიავქარნი მათნი ნიავად“. ეგრეთვე აქა მიშუებითა მისითა აღიძრნეს ღელვანი იგი. კუალად ბრძანა, და „იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ“. ამისთჳსცა უკ-ჳრდა მათ და იტყოდეს: „რაბამ ვინ არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას?“ ხოლო აწ ჩუენცა, მორწმუნენო, გულისჴმა-ვყოთ, ვითარ-ესე დღი-თი-დღე ვიღელვებით და ვიგუემებით ნიავქართა მათგან ცოდვისათა და ღელვისაგან ვნებათაჲსა; და ნავნი სულთა ჩუენთანი დაიფარვიან ღელვათაგან, რამეთუ არსვე წოდებულ მრავალთაგან სოფელი ესე ზღუად და შფოთნი იგი და აღძრვანი მისნი ღელვად. აწ უკუე შეუვრდეთ უფალსა და ვღაღატ-ყოთ ცრემლით და სულ-თქუმით: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით! ამას ჴმასა კაცად-კაცადი დაუცხრომელად სიღრმეთაგან გულისა თჳსისათა ჴმობდინ უფლისა მიმართ, რაჲთა ისმინოს სახიერმან მან და მოწყალემან და შეჰრისხნეს ქართა მათ ბრძოლისა ეშმაკთაჲსა და ზღუასა მას სოფლისასა, ჩუენ ზედა აღძრულსა, და იქმნას წამის-ყოფითა მისითა დაყუდება დიდ. რა...

სრულად ნახვა