მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 109:4

3. შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს წმიდა ბრწყინვალებით; განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა.4. დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.5. უფალი შენს მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.
ფსალმუნები თავი 109
4. დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.
ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ ().

1. ქრისტეს უფალობა და იუდეველთა მხილება

აღვდგეთ, გთხოვთ, და ყურადღება მოვიკრიბოთ. რადგან ფსალმუნი ფრიად დიად საღვთისმეტყველო ჭვრეტებზე გვესაუბრება; იგი მწვალებლობის მხოლოდ ერთ სახეობას კი არ უპირისპირდება, არამედ – მრავალგვარსა და განსხვავებულს. იგი საბრძოლველად განეწყობა იუდეველთა, პავლე სამოსატელის, არიოზის თანამოაზრეთა, მარკიონის მიმდევართა, მანიქეველთა და ყველას წინააღმდეგ, ვისაც აღდგომისა არ სწამს. რადგან საბრძოლო წყობა ამდენთა წინააღმდეგაა მიმართული, ჩვენც მრავალი თვალი გვჭირდება, რათა ზედმიწევნით განვჭვრიტოთ ეს შერკინებანი. რადგან საერო ასპარეზობებში, მაყურებელს მხედველობიდან თუნდაც რაიმე გამორჩეს ამ შერკინებათაგან, ეს მას არაფერს ავნებს; ვინაიდან იქ სანახაობა დასამოძღვრად კი არ იმართება, არამედ – საამებლად. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის