მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 11:3

2. მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.3. ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ;4. მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს.
ფსალმუნები თავი 11
3. ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ;
ფსალმუნი 11-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, მერვისათჳს ფსალმუნი დავითისი“ (). სხვა: „გამარჯვების მომნიჭებელს, მერვისათვის.“ ებრაელი კი ამბობს: „ასემინით.“

„მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაჲ, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტნი ძეთა კაცთაგან.“ (). სხვა: „რამეთუ მოაკლდნენ სარწმუნონი ძეთა კაცთაგან.“

1. სათნოება და ჭეშმარიტება კეთილთა სიმცირეში

სათნოება ძნელია და თავისთავადაც ძნელად აღსასრულებელი; მით უმეტეს, როდესაც სათნოების აღმასრულებელი კეთილ კაცთა სიმცირეში იმყოფება. როგორც მგზავრობა შრომას მოიტანს, ბევრად უფრო მეტად კი მაშინ, როცა მგზავრი მარტოა და არავინ ჰყავს გზის თანაზიარი, სწორედ ასევეა აქაც. რადგან ძმათა თანაზიარება და ნუგეში მცირე რამ არ არის. ამიტომაც პავლე ამბობს: „და განვიცდიდეთ ურთიერთას აღბაძვებად სიყუარულსა და კეთილთა საქმეთა“ (). <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის