მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 110:2

1. ადიდეთ უფალი. ვადიდებ უფალს მთელი გულით წმიდანთა შეკრებილობასა და თემში.2. დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მოყვარულთათვის.3. სიმშვენიერე და ბრწყინვალებაა საქმე მისი, და სიმართლე მისი მარადიულია.
ფსალმუნები თავი 110
2. დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მოყვარულთათვის.
ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა“ ().

1. წრფელი მადლიერება და ღვთის საქმეთა ხედვა

რას ნიშნავს „ყოვლითა“ ()? ყოველგვარი მზადყოფნითა და დაძაბული გულმოდგინებით: ცხოვრებისეული საზრუნავებისგან გათავისუფლებით, მაღლა აღზევებით და სხეულის ბორკილებისგან სულის გამოხსნით. „გულითა“ (): არა უბრალოდ სიტყვებით, არც მხოლოდ ენითა და პირით, არამედ გონებითაც. ასევე ამბობდა მოსეც, როცა რჯულს ადგენდა: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ (). აქ, ვფიქრობ, „აღიარებაში“ მადლობის აღვლენას გულისხმობს. „ვუგალობ“, ამბობს, ანუ მადლობას აღვავლენ. რადგან მთელ ცხოვრებას ამას ახმარდა: აქედან...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის