მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 110:9

8. იმედნეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე.9. ხსნა მოუვლინა თავის ხალხს; მცნებად დაუდო საუკუნოდ აღთქმა თავისი; წმიდა და საშიშია სახელი მისი.10. სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.
ფსალმუნები თავი 110
9. ხსნა მოუვლინა თავის ხალხს; მცნებად დაუდო საუკუნოდ აღთქმა თავისი; წმიდა და საშიშია სახელი მისი.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა“ ().

1. წრფელი მადლიერება და ღვთის საქმეთა ხედვა

რას ნიშნავს „ყოვლითა“ ()? ყოველგვარი მზადყოფნით, დაძაბული გულმოდგინებით, ცხოვრებისეული საზრუნავებისგან გათავისუფლებული, მაღლა აწეული და სულის სხეულის ბორკილებისგან გამომხსნელი. „გულითა“ (): არა უბრალოდ სიტყვებით, არც მხოლოდ ენითა და პირით, არამედ გონებითაც. ასევე ამბობდა მოსეც, როცა რჯულს ადგენდა: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ (). აქ, ვფიქრობ, აღსარებაში მადლიერებას გულისხმობს. ვუგალობ, ამბობს, მადლობას აღვავლენ. რადგან მთელ ცხოვრებას ამას ახარჯავდა: აქედან იწყებს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის