მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 111:8

7. ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცეა მისი გული, მინდობილია უფალზე.8. იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს.9. გაანიავა, მისცა ღატაკებს; მისი სიმართლე მარადიულია, მისი ღირსება ამაღლდება დიდებით.
ფსალმუნები თავი 111
8. იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს.
ფსალმუნი 111-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა“ ().

1. ღვთის შიში და მცნებათა სიყვარული

ძალიან მგონია, რომ ამ ფსალმუნის დასაწყისი წინა ფსალმუნის დასასრულს მისდევს და, თითქოს ერთი უწყვეტი და შეკრული სხეული იყოს, იქ ამბობს: „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაჲ“ (), აქ კი: „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა“ (), სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე აზრებით გვასწავლის ღვთის შიშს. რადგან იქ თქვა, რომ იგი ბრძენია, აქ კი ნეტარია; ხოლო ნამდვილი ნეტარება სწორედ ეს არის, რადგან ყოველივე სხვა ამაოება, ჩრდილი და ცარიელი საქმეა: სიმდიდრეს იტყვი, ძალაუფლებას, სხეულის სილამაზეს თუ ქონების სიმრავლეს. რადგან ეს ყოველივე ჩამოცვენილ ფოთლებს, წარმავალ ჩრდილებსა და გაფრენილ სიზმრებს ჰგავს. ხოლო ჭეშმარიტად ნეტარი სწორედ ეს არის. შემდეგ,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის