მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 112:1

1. ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!2. იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე.
ფსალმუნები თავი 112
1. ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!
ფსალმუნი 112-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა.“ ().

1. სათნო ცხოვრება და საყოველთაო ქება

წმინდა წერილებში ამგვარი ქების შესახებ მრავლად არის სიტყვა; რადგან ეს შემთხვევითი საქმე კი არ არის, არამედ ერთგვარი მსხვერპლი და შესაწირავი, ღმერთისთვის სათნო. ამბობს: „მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე“ (). და კვლავ: „ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი“ (). ამას წმინდა წიგნებიც მრავალგან გვიბრძანებენ და ცხონებულნიც დიდ სამადლობელთა ნაცვლად ამას სწირავენ. და რა სიძნელე აქვს ამას? — იტყვის ვინმე; ვისთვის არ არის ადვილი, თუნდაც უბრალო ადამიანთაგან, ამის აღსრულება და ღვთის ქება? თუ ზედმიწევნით შეისწავლი, საქმეში არსებულ შრომასაც დაინახავ და მისგან მომდინარე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის