მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 112:6

5. ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, მაღლა დამკვიდრებული?6. დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას,7. წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი.
ფსალმუნები თავი 112
6. დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას,
ფსალმუნი 112-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა.“ ().

1. სათნო ცხოვრება და საყოველთაო ქება

წმინდა წერილებში ამგვარი ქების შესახებ მრავლად არის სიტყვა; რადგან ეს შემთხვევითი საქმე კი არ არის, არამედ ერთგვარი მსხვერპლი და შესაწირავი, ღმერთისთვის სათნო. ამბობს: „მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე“ (). და კვლავ: „ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროჲს ჴბოსა მის ჩჩჳლისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი“ (). ამას წმინდა წიგნებიც მრავალგან გვიბრძანებენ და ცხონებულნიც დიდ სამადლობელთა ნაცვლად ამას სწირავენ. და რა სიძნელე აქვს ამას? — იტყვის ვინმე; ვისთვის არ არის ადვილი, თუნდაც უბრალო ადამიანთაგან, ამის აღსრულება და ღვთის ქება? თუ ზედმიწევნით შეისწავლი, საქმეში არსებულ შრომასაც დაინახავ და მისგან მომდინარე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის