„გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაჱლი საბრძანებელ მისა.“ ().
1. ეგვიპტიდან გამოხსნა და ღვთის მეფობა
აქ იგი ღვთის დიდ სიმშვიდესა და სიტკბოებას მოწმობს. რას გულისხმობს ამით? იმას, რომ ჯერ თავისი ძალის მტკიცებულებებს იძლევა და მხოლოდ შემდეგ ითხოვს თაყვანისცემას. ამას ცხადყოფდა, როცა ამბობდა: „გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით“ (), „იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა“ (). რადგან მაშინ, ამბობს იგი, თავისი ძალა ეგვიპტესა და უდაბნოში მომხდარი ნიშნებით აჩვენა; მაშინვე ხალხიც თავისიანად გაიხადა. ესვე გააკეთა ადამთანაც.
რადგან ჯერ შექმნა ქვეყნიერება, აჩვენა თავისი სიბრძნისა...