მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 113:9

8. რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს წყლად.9. ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტეაით.10. რატომ თქვან წარმართებმა: სად არის ღმერთი მათი?
ფსალმუნები თავი 113
9. ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტეაით.
ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაჱლი საბრძანებელ მისა.“ ().

1. ეგვიპტიდან გამოხსნა და ღვთის მეფობა

აქ იგი ღვთის დიდ სიმშვიდესა და სიტკბოებას მოწმობს. რას გულისხმობს ამით? იმას, რომ ჯერ თავისი ძალის მტკიცებულებებს იძლევა და მხოლოდ შემდეგ ითხოვს თაყვანისცემას. ამას ცხადყოფდა, როცა ამბობდა: „გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით“ (), „იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა“ (). რადგან მაშინ, ამბობს იგი, თავისი ძალა ეგვიპტესა და უდაბნოში მომხდარი ნიშნებით აჩვენა; მაშინვე ხალხიც თავისიანად გაიხადა. ესვე გააკეთა ადამთანაც.

რადგან ჯერ შექმნა ქვეყნიერება, აჩვენა თავისი სიბრძნისა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის