მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 114:8

7. დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს განსასვენებელში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ.8. რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი - ცრემლისაგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისაგან;9. ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში.
ფსალმუნები თავი 114
8. რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი - ცრემლისაგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისაგან;
ფსალმუნი 114-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ჴმისა ვედრებისა ჩემისა.“ ().

1. სასარგებლო ჭირი და სულის ხსნა

და ვის არ უყვარს, როცა მას უსმენენ? — ამბობს იგი. ბევრ ამქვეყნიურ ადამიანს. რადგან მათ სულაც არ სურთ იმის მოსმენა, რაც მათთვის სასარგებლოა; პირიქით, მოითხოვენ, რომ მათთვის უსარგებლო რამ მოხდეს, ხოლო როცა მოხდება, წუხან და დრტვინავენ. რადგან სასარგებლო სწორედ ის არის, რაც ღმერთმა იცის და უწყის, რომ ჩვენთვის სასარგებლოა — გინდ სიღარიბე თქვა, გინდ შიმშილი, გინდ სნეულება, გინდ სხვა რამ ამგვარი. ხოლო რასაც ღმერთი სასარგებლოდ სცნობს და მოგვცემს, სწორედ ის არის სარგებლის მომტანი. რადგან პავლეს მიმართაც ისმინე, რას ეუბნება: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (). <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის