მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 115:7

6. მძიმეა უფლის თვალში სიკვდილი მისი წმიდანებისა.7. გევედრები, უფალო, რადგან მე მორჩილი ვარ შენი; მორჩილი ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; გახსენი ჩემი ბორკილები.8. შენ შემოგწირავ ქების შესაწირავს და უფლის სახელს მოვუხმობ.
ფსალმუნები თავი 115
7. გევედრები, უფალო, რადგან მე მორჩილი ვარ შენი; მორჩილი ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; გახსენი ჩემი ბორკილები.
ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად.“ ().

1. ღვთის აღთქმათა რწმენით მიღება

ამ გამონათქვამის გახსენებით ნეტარი პავლეც ამგვარად ამბობს: „ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე, და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ.“ (). ამრიგად, აუცილებელია, ჯერ ვთქვათ, როგორ გამოიყენა იგი მოციქულმა და რის შესახებ ჰქონდა მას სიტყვა. რადგან ამ გზით აქედან წინასწარმეტყველური სიტყვაც ჩვენთვის ნათელი გახდება. სხვაგვარადაც, ეს საუკეთესო სწავლებაა: სიტყვის კავშირი არ უნდა მოვკვეთოთ, არც მისი ნაწილი ავიღოთ და მხოლოდ მას ჩავუჯდეთ, არამედ თხრობა თავიდან უნდა დავიწყოთ. მაშ, რა საკითხზე საუბრისას გაიხსენა პავლემ ეს წინასწარმეტყველური ხმა? აღდგომასა და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის