მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 118:104

103. რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის.104. შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე ყთველი გზა სიცრუისა.105. ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის.
ფსალმუნები თავი 118
104. შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე ყთველი გზა სიცრუისა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲჱ ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა, ვითარ პატიოსან არს და უმჯობეს სოფლიოჲსა მის წარმავალისა:

...ულთაჲ, სხუამან წიგნი მამათაჲ, და კაცად-კაცადი აღაორძინებნ გულისჴმის-ყოფასა თჳსსა, აღიმაღლებნ გონებასა ხედვად ღმრთისა, განიცდინ ბუნებასა ხილულთა და უხილავთასა, ამაოებასა ამას საწუთროჲსასა და სიმტკიცესა მის საუკუნოჲსასა. ესრეთ იყვნიან სიტყუანი ღმრთისანი ტკბილ სასასა მათსა, უფროჲს თაფლისა პირსა მათსა. თაფლ მათდა არნ გულისჴმის-ყოფაჲ საღმრთოჲ, თაფლ გოლეულ, ფრიად საკჳრველ, უაღრეს თაფლისა მის, რომლითა უდაბნოს იოვანე იზარდებოდა. რამეთუ ამას თაფლსა არა ფუტკარნი იქმან ცუართაგან ზეცისათა და ყუავილთა ველისათა, არამედ მადლი სულისა წმიდისაჲ შეჰმზადებს სულთა შინა ღმრთისმოყუარეთასა. გნებავს თუ ხილვაჲ სიტკბოებისა და სურნელებისა თაფლისა მის, მიეახლე ნეტართა მათ და იხილო გამოუთქუმელი სიტკბოებაჲ და მიუთხრობელი სურნელებაჲ, რომელი გამოვალს პირით მათით. რამეთუ არარაჲ გამოვალს მათგან ბოროტისა სიტყუაჲ, ანუ ცუდადმეტყუელებაჲ, ანუ ძჳრის-ზრახვაჲ, არამედ ყოველი სიტყუაჲ მათი ღირს არს აღწერად წიგნთა შინა სულიერთა.

მსგავს არიან პირნი მათნი წყაროსა თაფლისასა, გინა თუ წყლისა ცხოელისასა; ხოლო პირნი სივერაგეთა სოფლისათა შექცეულთანი, მოკიცხართა და განმცხრომელთა და მემღერთა და ძჳრისმეტყუელთანი უკუეთუ ვინ მიამსგავსნეს მდინარესა მწჳრისასა, არა სცთების ყოვლადვე,...

სრულად ნახვა