მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 118:120

119. როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე, მცნებანი შენნი.120. თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.121. ვქმენ სამართალი და სიმართლე. ნუ შემატოვებ მჩაგვრელებს ჩემსას.
ფსალმუნები თავი 118
120. თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ქრისტეს გამოჩინების სიყვარული და საღმრთო წყურვილი:

...და კვლავ: „სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა“ (). უბრალოდ როდი თქვა: „ისურვა", რათა ამ სიტყვებით სურვილის სიმძაფრე გამოეჩინა. და კვლავ: „განმსჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი ჩემნი“ (). რადგან სურს, რომ მუდამ ასე მივეკრათ ღმერთს და შევეკრათ მას, რათა არასოდეს განვეშოროთ მას. თუ ასე მივეკრათ ღმერთს, თუ მას მივალურსმავთ ჩვენს ზრახვებს, თუ მისდამი სურვილის წყურვილი გვექნება, ყოველივე გვექნება, რაც გვწადია, და მომავალ სიკეთეებს მივაღწევთ.

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად ჩემნი მოწაფენი ხართ. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (8,31-32).:

...რცა ხესა დიდსა, მაგრიად განმტკიცებულსა ძირითა თჳსითა, არცა ერთი ქარი შემძლებელ არს აღმოფხურად, ეგრეთვე სულსა შემშჭუალულსა შიშსა ღმრთისასა ვერარაჲ შემძლებელ არს მიდრეკად, რამეთუ ძირთა დაბმისა შემშჭუალვაჲ უმტკიცეს არს. ამისთჳსცა ილოცვიდა წინაჲსწარმეტყუელი და იტყოდა: „შეჰმშჭუალენ შიშსა შენსა ჴორცნი ჩემნი“. ეგრეთვე უკუე შენცა შეჰმშჭუალენ, ვითარცა სამშჭუალითა დამშჭუალული. რამეთუ ვითარცა შემშჭუალული შიშსა ღმრთისასა მიუდრეკელ არს, ეგრეთვე შეუმშჭუალველი ადრე წარსატაცებელ არს და ადვილად, ვითარცა-იგი იყვნეს ჰურიანი, რამეთუ ესმა რაჲ და ჰრწმენა სიტყუათა უფლისათაჲ, კუალად ურწმუნო იქმნნეს, ხოლო ქრისტესა ენება, რაჲთამცა დაამტკიცა სარწმუნოებაჲ მათ შორის, რაჲთამცა არა უძლურ იყო და არარა. ამისთჳსცა ჴელ-ჰყოფს უმტკივნესითა სიტყჳთა სულთა მათ მათთა სარწმუნოებასა ზედა დამტკიცებად. და უკუეთუმცა მორწმუნენი იყვნეს ჭეშმარიტნი, თავს-იდებდესმცა მხილებასა მას, ხოლო იგინი უმეტესად განფიცხნეს და ველურ იქმნნეს. არამედ იხილე, ვითარ ეტყოდა უფალი; პირველად ამცნებს და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად ჩემნი მოწაფენი ხართ. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (8,31-32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმც...

სრულად ნახვა