მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 118:18

17. კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს სიტყვას.18. აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას.19. მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.
ფსალმუნები თავი 118
18. აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ღმერთი არავინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმან ძემან, რომელი არს წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა“ (1,18).:

...ყუათა, რომელნი წერილთა შინა არიან, არა ჰნებავს ღმერთსა, რაჲთა გარეწარად და ლიტონად ვისმენდეთ, არამედ ფრიადითა გულისხმის-ყოფითა. ამისთჳსცა ნეტარი დავით მრავალთა ზედა თჳსთა ფსალმუნთა დასწერს, ვითარმედ: „გულისხმის-საყოფელად“, და იტყჳს: „განანათლენ თუალნი ჩემნი, და ვხედვიდე მე საკჳრველებათა სჯულისა შენისათა“. და კუალად ძე მისი სოლომონ იტყოდა, ვითარმედ: ჯერ-არს გამოძიებაჲ სიბრძნისაჲ, ვითარცა საუნჯისაჲ. და უფალი ჰურიათა ეტყოდა, ვითარმედ: „გამოეძიებდით წერილთა“. და არამცა ეთქუა, თუ: „გამოეძიებდით“, უკუეთუმცა მეყსა შინა და ერთითა ოდენ წარკითხვითა შესაძლებელ იყო მათი გულისხმის-ყოფაჲ. რამეთუ ცხადსა და წინაშე ყოველთა მდებარესა არავინ გამოეძიებს, არამედ დაფარულსა და რომელი მრავლითა ძიებითა იპოების. ამისთჳსცა საუნჯედ დაფარულად უწესს მათ, რაჲთა აღგუძრნეს ჩუენ მოსწრაფებით ძიებად მათდა.

ხოლო ესე სიტყუანი ამისთჳს ვთქუენით, რაჲთა არა ლიტონად და გარეწარად ვისმენდეთ სიტყუათა წერილისათა, არამედ ფრიადითა ძიებითა. ხოლო უკუეთუ გამოუძიებელად ვინმე ისმენდეს და ყოველსა წერილისა სიტყუათაებრ ცხადთა გულისხმა-ჰყოფდეს, მრავალი რაჲ უჯეროჲ გულისხმა-ყოს ღმრთისათჳ...

სრულად ნახვა