მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 12:3

2. გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. როდემდე დამივიწყებ, უფალო, სამუდამოდ? როდემდე იქნები პირმიქცეული ჩემგან?3. როდემდე ვინახო ზრახვანი ჩემს სულში, ნაღველი ჩემს გულში ყოველდღიურად? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე?4. მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ.
ფსალმუნები თავი 12
3. როდემდე ვინახო ზრახვანი ჩემს სულში, ნაღველი ჩემს გულში ყოველდღიურად? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე?
ფსალმუნი 12-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი“ ()1. სხვა: „გამარჯვების საგალობელი დავითისა.“ სხვა: „გამარჯვებისათვის.“

„ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?“ (). სხვა: „სრულიად დამივიწყებ.“ სხვა: „დამიფარავ.“

„ვიდრე ვისთჳს დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე?“ (). სხვა: „დავსახავ გულისზრახვებს.“ სხვა: „საზრუნავს გონებაში ჩემსა ყოველდღე.“

1. ღვთის მიტოვება და გულის განათლება

არც ეს არის მცირე სიკეთე — იმის შეგრძნება, რომ ღმერთმა დაგივიწყა. ოღონდ ნუ იფიქრებ, რომ დავიწყება ვნებაა; იგი მიტოვებას ნიშნავს. ბევრს, როცა ეს შეემთხვევა, თვით ესეც არ ესმის და არც გოდებს; ეს ნეტარი კი არა მხოლოდ ამას ხვდებოდა, არამედ ჟამსაც...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის