მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 120:3

2. ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა.3. არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.4. აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა.
ფსალმუნები თავი 120
3. არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.
ფსალმუნი 120-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინა მოვიდეს შეწევნა ჩემი?“ ().

1. უფლის შეწევნა და დაუცემელი სვლა

იხილე სული, რომელიც გაჭირვებაშია და გამოსავალს ვერ პოულობს, თითქოს ბოროტებათა შორის იყოს, და ნუგეშის მისაღებად ღმერთისკენ აპყრობს მზერას. ესეც განსაცდელებით მოპოვებული სიკეთე და სარგებელია: ისინი სულს ფრთებს ასხამენ, აღვიძებენ, ზეგარდამო შეწევნის ძიებისკენ უბიძგებენ და ამქვეყნიური ყოველივესგან განაშორებენ. რადგან თუ იუდეველები, უხეშნი და მიწას მიჯაჭვულნი, ტყვეობის ტანჯვისგან ასე გულმოდგინენი ხდებოდნენ და ზეცისკენ იყურებოდნენ, მით უფრო მართებულია, რომ ჩვენც გასაჭირებში ასე მოვიქცეთ და ღმერთს შევეფაროთ, რადგან ჩვენგან მათზე მეტი სიზუსტე მოითხოვება. ისინი მაშინ მტრებს შორის იყვნენ მოქცეულნი: არც ქალაქი ჰქონდათ, არც გალავანი, არც კოშკი, არც იარაღი, არც ადამიანური მოკავშირეობა, არც ფულის სიუხვე და არც სხვა ამგვარი რამ. ტყვეებად და მონებად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის