მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 121:7

6. ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის; დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი.7. იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, სიმშვიდე შენს სასახლეებში.8. ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო, ვამბობ: მშვიდობა შენ!
ფსალმუნები თავი 121
7. იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, სიმშვიდე შენს სასახლეებში.
ფსალმუნი 121-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ.“ ().

1. იერუსალიმის მონატრება და ტაძრის კრება

მაგრამ ახლა ბევრნი ამ სიტყვასაც კი უკმაყოფილებით ისმენენ: თუ ვინმე დოღზე ან ურჯულო სანახაობათა თეატრებში წასასვლელად მოუხმობს, მრავალი მიიჩქარის; ხოლო თუ სალოცავ სახლში მოუხმობს, მცირედნი არიან ისინი, ვინც არ იზარებს. მაგრამ იუდეველები ასე არ იყვნენ; და რა იქნებოდა ამაზე უფრო მძიმე, როცა ქრისტიანები მათზე უფრო გულგრილნი ჩანან? საიდან გახდნენ იუდეველები ასეთნი? კვლავ ვამბობ: ტყვეობის შემდეგ ისინი უკეთესნი გახდნენ. ამიტომ ისინი, ვინც მანამდე ტაძარსა და საღვთო სიტყვების მოსმენას ზიზღით ზურგს აქცევდნენ, მთებს, ხეობებსა და ბორცვებს ეძლეოდნენ და დიდ უღმრთოებაში იყვნენ, ახლა იმ ღვთისმსახურებისადმი სურვილს განიმტკიცებენ. თვით აღთქმის მიმართ იწვიან, წელში იმართებიან, დგებიან და გონებით ხარობენ. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის