მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 122:1

1. გალობა აღსავალთა. შენსკენ აღვაპყარ ჩემი თვალები, ზეცაში მყოფო.2. აჰა, ვითარცა მონათა თვალნი ბატონთა ხელისაკენ, ვითარცა თვალნი მხევლისა ქალბატონის ხელისაკენ, ისევე ჩვენი თვალები მიქცეულია ჩვენი უფალი ღმერთისაკენ, ვიდრე შეგვიწყალებდეს.
ფსალმუნები თავი 122
1. გალობა აღსავალთა. შენსკენ აღვაპყარ ჩემი თვალები, ზეცაში მყოფო.
ფსალმუნი 122-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკჳდრებულ ხარ ცათა შინა.“ ().

1. ზეცისკენ მზერა და წყალობის ვედრება

ხედავ, როგორ ბრწყინავს ყველგან ტყვეობის სარგებელი? ისინი, ვინც ყოველთვის ამქვეყნიურ საქმეებზე იყვნენ მიჯაჭვულნი და ენდობოდნენ ასურელებსა და ეგვიპტელებს, გალავანთა გარემოცვასა და ქონების სიმრავლეს, ყოველივე ამას მოსწყდნენ და უძლეველ ხელს შეაფარეს თავი. იმ სასოებას ეკიდებიან, მაღალ აზრს იძენენ და, მიწიერებისგანაც და ტაძრის საქმეებით დაკავებისგანაც გათავისუფლებულნი, რადგან მათი ტაძარი დაანგრიეს, ამიერიდან ღმერთს ზეციდან მოუხმობენ. ზეცაში დამკვიდრებულად კი იგი ითქმის არა იმიტომ, თითქოს ადგილით იყოს შემოფარგლული — შორს იყოს ასეთი რამ, რადგან თავად აღავსებს ყოველივეს, — არამედ უფრო იმ აზრით, რომ ზეციურ ძალებში განისვენებს; ვინაიდან ადამიანებშიც ითქმის, რომ მკვიდრობს: „დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის“ (). ამრიგად,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის