„არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა“ ().
1. უფლის თანადგომა მტერთა მძვინვარებაში
რაც მრავალგზის მითქვამს, ამას ახლაც ვამბობ და თქმას არ შევწყვეტ: დიდია ტყვეობიდან მიღებული ნაყოფი და საკმარისია, რომ ყურადღებით მსმენელები სიბრძნისმოყვარეობაში შეიყვანოს. შეხედე იმ ადამიანებს, რომლებიც კერპებისკენ მირბოდნენ, ღმერთს არად აგდებდნენ და უღმრთოებისკენ გადაცურდნენ; ახლა კი, ტყვეობის შემდეგ, რას ამბობენ და როგორ მიაწერენ თავიანთ ხსნას ღმერთს? წინასწარმეტყველიც, როგორც საუკეთესო მგალობელთა წინამძღოლი, განუწყვეტლივ უბრძანებს მათ, იგივე თქვან. მას შემდეგ, რაც პირველად თვითონ თქვა, მათაც, როგორც მასწავლებელი მოწაფეებს, ასე ავალებს თქმას: „არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, თქუნ ისრაჱლმან,“ () „არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, რაჟამს კაცნი აღდგებოდეს ჩუენ ზედა,“ (