მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 124:4

3. რადგან არ დარჩება კვერთხი ბოროტისა მართალთა წილზე, რათა არ გაიწოდონ მართლებმა ხელი სიმრუდეზე.4. სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს.5. ხოლო გადამხრელებს წაიყვანს უფალი ბოროტმოქმედებთან ერთად; მშვიდობა ისრაელს.
ფსალმუნები თავი 124
4. სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს.
ფსალმუნი 124-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთაჲ სიონი; არა შეირყიოს უკუნისამდე, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს.“ ().

1. სიონის სიმტკიცე და ღვთის სასოება

რას ნიშნავს „სიონის“ დამატება? რატომ არ თქვა უბრალოდ: „როგორც მთა“, არამედ სწორედ იმ მთას იხსენებს? ამით გვასწავლის, რომ უბედურებებში სულით არ დავეცეთ და არ ჩავიძიროთ, არამედ ღვთისადმი სასოებაზე დამყარებულებმა ყოველივე მხნედ ვიტვირთოთ: ომებიც, ბრძოლებიცა და შფოთიც. რადგან ეს მთაც, რომელიც ოდესღაც უდაბური და მკვიდრთაგან დაცარიელებული გახდა, კვლავ უწინდელ კეთილდღეობას დაუბრუნდა და ძველი წარმატება დაიბრუნა თავისიანთა დაბრუნებითა და სასწაულთა გამოჩენით; ასევე მხნე კაციც, თუნდაც ურიცხვი საშინელება დაითმინოს, არ დაემხობა. ამიტომ ნუ ეძებ საფრთხისგან თავისუფალ, უშფოთველ და უჭირველ ცხოვრებას, არამედ ისეთ ცხოვრებას ეძიე, რომელსაც საფრთხეები ვერ წარიტაცებს. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის