მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 126:2

1. გალობა აღსავალთა. სოლომონისთვის. თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.2. ამაოდ დგებით ადრიან, აგვიანებთ დასხდომას, ჭამთ ჭმუნვით პურს; რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს.3. აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან - შვილები, გასამრჯელო - მუცლის ნაყოფი.
ფსალმუნები თავი 126
2. ამაოდ დგებით ადრიან, აგვიანებთ დასხდომას, ჭამთ ჭმუნვით პურს; რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს.
ფსალმუნი 126-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი. ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაჲ, აღდეგით შემდგომად დასხდომისა“ ().

1. ღვთის შეწევნა და ადამიანური შრომა

ეს ფსალმუნი იმ საქმეთა მდგომარეობაზეა ნათქვამი, რომლებიც დაბრუნების შემდეგ იყო. რადგან ტყვეობიდან გათავისუფლდნენ, ბარბაროსთა ქვეყნიდან დაბრუნდნენ, ქალაქი ნანგრევად დახვდათ, გალავნები კი კოშკებთან ერთად მიწაზე დაყრილი ნახეს და მათ აღმართვას შეუდგნენ. მაგრამ მრავალნი სხვადასხვა მხრიდან ესხმოდნენ თავს და საქმეს უშლიდნენ, რადგან იუდეველთა კეთილდღეობის შურდათ და მათი წარმატებისა ეშინოდათ. შემდეგ, როცა ეს ხდებოდა, დრო იწელებოდა და იმდენი დრო დაიხარჯა, რომ ტაძრის მშენებლობაში ორმოცზე მეტი წელი გავიდა; ამის საჩვენებლად თვით იუდეველებიც ამბობდნენ: „ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე“ (), არა სოლომონის პირველ მშენებლობაზე ამბობდნენ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის