მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 127:3

2. შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ!3. ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო.4. აგერ, ასე რომ იკურთხება კაცი მოშიში უფლისა.
ფსალმუნები თავი 127
3. ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო.
ფსალმუნი 127-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა“ ().

1. ღვთის შიში და ჭეშმარიტი ნეტარება

იხილე, როგორ იწყებს სწორედ იქიდან, სადაც დაასრულა. რადგან როგორც იქ ნეტარნი უწოდა მათ იმის გამო, რომ არ შერცხვებიან, ვინაიდან ღმერთი შემწედ და თანამდგომად ჰყავთ, ასევე აქაც იმავე ადგილიდან იწყებს შესავალს და ამბობს: „ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა“ (). და კვლავ სიტყვას საყოველთაო მნიშვნელობას აძლევს, იმავე საფუძვლიდან იწყებს. და კარგად თქვა: „ყოველნი“; ვინმე მონა იყოს თუ ბატონი, გლახაკი თუ სხეულით უძლური, ან ვინცა უნდა იყოს, ამათგან არც ერთი არ უშლის ხელს, რომ ჰქონდეს ის ნეტარება, რომელზეც თვით ამბობს. რადგან სხვა — ცრუ და გამოგონილი — ნეტარება, რომელსაც მრავალი შენატრის, მრავალი გარემოების ერთად შეყრისას ძლივს იქმნება; და თუ ყველაფერი ერთად არ დაემთხვა,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის