მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 129:2

1. გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო;2. უფალო, ისმინე ჩემი ხმა. მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად.3. თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?
ფსალმუნები თავი 129
2. უფალო, ისმინე ჩემი ხმა. მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად.
ფსალმუნი 129-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ღრმით ამოღაღად-ვყავ შენდამი, უფალო; უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა“ ().

1. გულის სიღრმიდან აღმავალი ლოცვა

რას ნიშნავს: „ღრმით“ ()? არა უბრალოდ პირიდან და არც უბრალოდ ენიდან, რადგან გონებაც რომ დახეტიალობდეს, სიტყვები მაინც იღვრება; არამედ უღრმესი გულიდან, დიდი გულმოდგინებითა და მოშურნეობით, თვით გონების სიღრმეებიდან. რადგან ასეთნი არიან შეჭირვებულთა სულები: ისინი მთელ გულს შეძრავენ, დიდი შემუსვრით უხმობენ ღმერთს და ამიტომაც ისმენებიან. რადგან ასეთ ლოცვებს დიდი ძალა აქვთ: არ გადაბრუნდებიან და არ შეირყევიან, თუნდაც ეშმაკი დიდი იერიშით მოადგეს. რადგან როგორც ძლიერი ხე, რომელიც ფესვს მიწის დიდ სიღრმეში უშვებს და მის წიაღს მაგრად ეჭიდება, ქართა ყოველგვარ ქროლას უძლებს, ხოლო ზედაპირზე მდგარი, მცირე ნიავიც რომ დაეცეს, ირყევა და ფესვიანად ამოგლეჯილი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის